“ეს არის ჭიათურლების და მთელი ქვეყნის გამარჯვება”
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხელ ბატიაშვილმა ჭიათურის მაღაროში დასაქმებულების მოთხოვნების დაკმაყოფილებას მთელი ქვეყნის გამარჯვება უწოდა.
“პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის ყველას გამარჯვება – ჭიათურის და მთელი ქვეყნის. ყველას გვაწუხებდა ეს პრობლემა და პირველივე დღიდან ვაკვირდებოდით პროცესს. ცოტა ხნის წინ ვიყავი ჭიათურაში პედაგოგებთან შეხვერაზე და ვისაუბრეთ ამ პრობლემაზე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის – დღეს ეს ყველაფერი დასრულდა შეთანხმებით მოლაპარაკებების საფუძველზე, რაც გულისხმობს ჭიათურლების პირობების დაკმაყოფილებას;
ჩვენი მიმართულებით უნდა აღვნიშნო მთავარი – მოსწავლეები აქ იკრიბებოდნენ გაკვეთილების შემდეგ და მადლობა მათ ამისთვის. რაც მთავარია, ეს ყველაფერი დასრულდა, უკვე სამუშაო რეჟიმი აღდგება, რამდენიმე ბავშვი, ვინც მონაწილეობდა, ჩვეულ სასწავლო რეჟიმს დაუბრუნდება.
ვფიქრობ, რომ ეს არის ყველას დამსახურება, მათ შორის ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ საპროტესტო აქციაში იყო ჩართული. კომპანიამაც გადადგა დიდი ნაბიჯი. ვფიქრობ, ეს არის ყველა მხარის გამარჯვება და მომავალში ჭიათურის განვითარების წინაპირობა” – განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხელ ბატიაშვილმა.
ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა 15 მაისს დაიწყო. ისინი “ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციისგან ხელფასის 50%-ით გაზრდას, ჯანდაცვისა და შრომის პირობების გაუმჯობესებასა და ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას მოითხოვდნენ.
მაღაროელები 13 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ, მოშიმშილე მაღაროელებიდან სამმა პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართეს და პირი ამოიკერეს.
დღეს ჭიათურელ მაღალოებს მთელი ქალაქი შეუერთდა და აქცია უფრო მაშტაბური გახდა, რის საფუძველზეც ჭიათურაში მაღაროელებთან მოსალაპარაკებლად ეკონომიკის, ჯანდაცვის და განათლების მინისტრები ჩავიდნენ.
გაფიცულ მაღაროელებსა და ეკონომიკის, ჯანდაცვის და განათლების მინისტრებს შორის წარმატებით დასრულდა.