ხვალ, NALAG-ის ორგანიზებით, ქალაქების თემატური ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართება
28 მაისს, 10 საათზე, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით, სასტუმროში „ჯორჯიან პალას ჰოტელ ქობულეთი“ ევროკავშირის პროექტის – „ეფექტიანობისა და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში, ქალაქების თემატური ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზაციიდან აცნობეს, ათეა-ს წარმომადგენლებთან ერთად, ღონისძიებაში საქართველოს თვითმმართველი ქალაქებისა და დიდი ურბანული დასახლებების (გორი, ზუგდიდი) პირველი პირები მონაწილეობას მიიღებენ.
მის: ქობულეთი, აღმაშენებლის ქუჩა 275.
საკონტაქტო პირი: 595 558181- ხათუნა მანწკავა.
R