ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორი თანამდებობას ტოვებს
ჭიათურაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორმა, აკაკი გურჯიძემ მიიღო გადაწყვეტილება, თანამდებობა დატოვოს.
ამის შესახებ კომპანია “ჯორჯიან მანგანეზში” აცხადებენ.
“ის სრულად იაზრებს არსებულ ვითარებას და აცხადებს, რომ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ეს ყველაზე ოპტიმალური ნაბიჯია”, – აცხადებენ კომპანიაში.
