4 თვის გოგონას, რომელიც მაღაზია „სუფთა სახლში“ დაშავდა, გამოკვლევები უტარდება

4 თვის გოგონას, რომელიც მაღაზია „სუფთა სახლში“ დაშავდა, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გამოკვლევები უტარდება.
როგორც „კვირას“ მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, პაციენტს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება.
„პაციენტს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება.  ამ წუთებში, პაციენტს გამოკვლევები უტარდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ“, – აცხადებენ სამედიცინო დაწესებულებაში.
რამდენიმე წუთის წინ თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, 7 ნომერში ამწე მაღაზია „სუფთა სახლში“ შევარდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.
პატარა გოგონა შემთხვევის დროს მაღაზიაში ბებიასთან ერთად იმყოფებოდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები