ირაკლი ღარიბაშვილი 4 ივნისს ჟურნალისტებს შეხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 4 ივნისს ჟურნალისტებს შეხვდება. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, , პრესკონფერენცია 4 ივნისს, 11:00 საათზე გაიმართება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენციაზე დასწრება როგორც ქართული, ისე უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეეძლებათ.
ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის რანგში ჟურნალისტებს უკვე მეორედ შეხვდება.