პარლამენტში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველს მოუსმენენ

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, ხვალ პარლამენტში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველს, ნოკოლოზ ჩიქოვანს მოუსმენენ.
მისივე თქმით, შეხვედრა დახურული იქნება.
დეპუტატებს აინტერესებთ, რას გეგმავს კომპანია გაფიცულ მაღაროელებთან დაკავშირებით.
„ამ ეტაპზე, საჭიროდ მივიჩნიე, ერთ მხარეს მოვუსმინოთ და შემდეგ მყისიერად შეგვიძლია, მივიღოთ გადაწყვეტილება სხვანაირი ჩართულობისაც. ვფიქრობ, დახურული ფორმატით მეტად საქმიანი შეხვედრა იქნება და შემდეგ უკვე შეგვიძლია, ყველა მხარის მონაწილეობით ხვალვე ან მომავალ დღეს გავმართოთ ღია შეხვედრა. პირველ ყოვლისა, გვაინტერესებს, რამდენად სამართლიანია მოთხოვნები, რამდენად არის გადაწყვეტადი, სახელმწიფოს რა როლი არის ამ ყველაფერში – გვინდა, აღნიშნულ კითხვებზე მოვისმინოთ პასუხები“, – მიმართა კომიტეტის წევრებს რომან კაკულიამ.
 
ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვასთან დაკავშირებით კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ დღეს განცხადება გაავრცელა. „ჯორჯიან მანგანეზი“ მოუწოდებს გაფიცულ თანამშრომლებს, კონსტრუქციულ რეჟიმში განაგრძონ მოლაპარაკება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები