ნათია თურნავა დამოუკიდებლობის დღეს მარნეულში, მოსახლეობასთან ერთად აღნიშნავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს მარნეულში, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აღნიშნავს. მინისტრი კონცეფციის – „გააზიარე ცოდნა” ფარგლებში, 26 მაისისადმი მიძღვნილი კულტურულ-საგანმანათლებლო, შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებს დაესწრება.

როგორც “კვირას” უწყებიდან აცნობეს, ნათია თურნავა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოწყობილ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს დაესწრება და მარნეულის მუნიციპალიტეტის „კულტურის ცენტრში” წარმოებული კერამიკული ნამუშევრებისა და ნახატების გამოფენას დაათვალიერებს.

გარდა ამისა, მინისტრი გაეცნობა სოფელ ხიხანის სათემო სახლში და ახალი აზროვნების ინსტიტუტში, აგრეთვე შულავერში მდებარე “Studio Hobby Hause”-სა და სხვა მიკრო მეწარმეების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარნეულის ბიბლიოთეკის სკვერში მდებარე ფოტოგამოფენასაც დაათვალიერებს, რომელზეც წარმოდგენილია როგორც მარნეულის მერიის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების, ასევე მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოები.

მარნეულში სტუმრობისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ასევე დაესწრება ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტს.

26 მაისის ღონისძიებებში ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა და მათ კოორდინაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია უწევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები