საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 101 და დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წელს ზეიმობს. ამ დღის აღსანიშნავად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მთელი დღის განმავლობაში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია ტრადიციულად, 26 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება. ცერემონია თბილისში, თავისუფლების მოედანზე და ერთდროულად ხუთ სხვადასხვა რეგიონში  – უფლისციხეში, ანანურში, გრემში, ზუგდიდსა და მრავალძალში გაიმართება.

მთელი საქართველოს მასშტაბით, ქუჩები და აეროპორტები გაფორმებულია დროშებით. თბილისსა და რეგიონებში – 14 სხვადასხვა ქალაქში, გაიმართება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები, ღვინის დეგუსტაცია, სამეწარმეო ბაზრობები, თეატრალური წარმოდგენები, კონცერტები, რომლებშიც ცნობილი ქართველი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.

26 მაისის ღონისძიებები თბილისში, თავისუფლების მოედანზე გამართული კონცერტით დაგვირგვინდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები