„მსახიობები ლიტერატურისათვის“ – თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალი პროექტს მეორედ უმასპინძლებს

თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალი უკვე მეორედ უმასპინძლებს პროექტს – „მსახიობები ლიტერატურისათვის“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, სამი დღის განმავლობაში (31 მაისი და 1-2 ივნისი) საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონის სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში თეატრისა და კინოს მსახიობები ქართველი თუ უცხოელი ავტორების ქართულ ენაზე გამოცემულ წიგნებს წარადგენენ. ცნობილ ხელოვანებთან ერთად პროექტში მონაწილეობას მოზარდებიც მიიღებენ. ყოველი დღის ბოლოს კი, ფესტივალის სტუმრებს მსახიობები ქართველი დრამატურგების პიესების მიხედვით მოკლე წარმოდგენებს შესთავაზებენ.
პროექტის ავტორია მსახიობი ნინო კასრაძე, რომელმაც, ლიტერატურის პოპულარიზაციისა და სახელოვნებო სივრცეში უფრო მეტად ინტეგრაციის მიზნით, ამჯერად ორმოცამდე მსახიობი გააერთიანა.
პროექტში მონაწილეობას მიიღებენ: ნანი ჩიქვინიძე, ბაია დვალიშვილი, მარინა ჯანაშია, მერაბ ნინიძე, რუსიკო ბოლქვაძე, გიორგი შარვაშიძე, ლილი ხურითი, დარეჯან ხარშილაძე, კახა კინწურაშვილი, დათუნა გოცირიძე, ნატო მურვანიძე, ნანა ხურითი, თემიკო ჭიჭინაძე, ია სუხიტაშვილი, ქეთი ხიტირი, ლელა მებურიშვილი, გიორგი ბახუტაშვილი, თორნიკე გოგრიჭიანი, ზაალ ჩიქობავა, ეკა მოლოდინაშვილი, ტასო ჭანტურაია, ანა ნიკოლაშვილი, მარიამ ჯოლოგუა, ანი ტყებუჩავა, ირაკლი გოგოლაძე, თამარ ბზიავა, ნინო არსენიშვილი, შაკო მირიანაშვილი, კოკო როინიშვილი, ნინო გომართელი, გიორგი ბოჭორიშვილი, ბუკა თოლორდავა, ნინო კასრაძე, თამთა ინაშვილი და მარიტა ჯანაშია.
თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით,  საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება.

პროექტის „მსახიობები ლიტერატურისთვის“ წარმდგენია „სილქნეტი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები