ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, საქმიანობის უფლება შეუჩერდა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, რომელსაც მეორე კურსის სტუდენტი გოგონა სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ, დროებით, სტუდენტებთან სააუდიტორიო საქმიანობა შეუჩერა.
როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, როდესაც სტუდენტი ოფიციალურად წერილობით მიმართავს ადმინისტრაციას, ფაქტს უნივერსიტეტის ეთიკის საბჭო შეისწავლის და შემდეგ გადაწყდება, მიეცემა თუ არა კონკრეტულ ლექტორს უნივერსიტეტში საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს მეორე კურსის სტუდენტი გოგონა სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.
გოგონას თქმით, ლექტორი მას სოციალურ ქსელში სწერდა და თამამი ფოტოების გაგზავნაზე მის დაყოლიებას ცდილობდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში ლექტორის მიერ სტუდენტი გოგოს სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე გამოძიება დაიწყო. თავად ლექტორი ბრალდებას უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები