გარდაცვლილი პოლიციელის ახლობლები: რამაზ დევაძე სრულიად ჯანმრთელი იყო
ბათუმში გარდაცვლილი საპატრულო პოლიციის თანამშრომლის, ახლობლები აცხადებენ, რომ რამაზ დევაძე სრულიად ჯანმრთელი იყო და არაფერი აწუხებდა.
ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვლილი პოლიციელი 28 წლის იყო, რომელსაც მეუღლე და 10 თვის შვილი დარჩა.
მათივე თქმით, რამაზ დევაძე გუშინ მახინჯაური-გვირაბის ტერიტორიულ მონაკვეთზე მორიგეობდა, რა დროსაც თავი შეუძლოდ იგრძნო.
„ჩვეულებრივად მორიგეობდა, როგორც ყოველთვის. მახინჯაურში ყოფნისას გახდა ცუდად, რის შემდეგაც მახინჯაურის სასწრაფო მივიდა და რეფერალურ სავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ადგილზე მიყვანამდე გარდაიცვალა, სავარაუდოდ გულის შეტევით“, – განაცხდა გარდაცვლილი პოლიციელის ბიძამ, მურმან გათენაძემ.