გაჩეჩილაძე “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლის გამოძევების ფაქტზე: ეს არის პროვოკაცია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია გაჩეჩილაძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებს აგებს და ამიტომ თავიანთი წამომადგენლების მეშვეობით, პროვოკაციის მოწყობას ცდილობს. შესაბამისი შეფასება გაჩეჩილაძემ მარნეულის ნომერ მეორე საარჩევნო უბნიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის გამოძევების ფაქტზე გააკეთა.
„2016 წელსაც აქ ვიყავი მე და 2017- შიც, როცა მარნეულის არჩევნები იყო. ახლაც აქ ვარ და ზეპირად ვიცი ყველაფერი, რაც ხდება. ერთი რჩევა მაქვს მაგათთვის: ერთი და იგივე კაცს რომ აყენებენ, რომელიც ყოველთვის აგებს არჩევნებს, ვინმე ნორმალური შეარჩიონ ისეთი, ვინც კონკურენტუნარიანი იქნება. გავიგე, თითქოს რაღაც ხდებოდა, მოვედი და არაფერი არ ხდება. სინამდვილეში, ეს არის პროვოკაცია და იმის ფონის შექმნა, თითქოს რაღაც საშინელება ხდება“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები