ზუგდიდში, მერის შუალედურ არჩევნებში, 120 837 ამომრჩეველია რეგისტრირებული

67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ბიულეტენებისა და შემაჯამებელი ოქმების გაცემა მიმდინარეობს. ზუგდიდში, მერის შუალედურ არჩევნებში, 120 837 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ზუგდიდსა და სოფლებში სულ 107 უბანია. ცესკოს 2018 წლის ნოემბრის მონაცემებით, როდესაც საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, ზუგდიდში 120 844 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 19 მაისს, ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები