ზუგდიდის რაიონული სასამართლო დღეს ლევან თორიას საქმეს განიხილავს
ზუგდიდის რაიონული სასამართლო დღეს, ლევან თორიას, რომელსაც დადიანების სასახლეში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო ბრალი გუშინ წაუყენეს, საქმეს განიხილავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო -ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ლევან თორია პასუხისგებაში გუშინ მისცეს. მას ბრალი ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ლევან თორდიამ მიმდინარე წლის 16 მაისს, ზუგდიდში დადიანების სასახლის ეზოში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს.
ბრალდებული ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ თავს იცავდა.
ცნობისთვის, ინციდენტი დადიანების სასახლის ეზოში 14 მაისს მოხდა. ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერის დროს გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატსა და ჟურნალისტს იქ მყოფმა პირებმა შეურაცხყოფა მიაყენეს.