ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობის” მხრიდან არეულობის შეტანის მცდელობა 2-3 დღის წინ დაიწყო, რაც უნდა უკავშირდებოდეს ზუგდიდში კვლევის შედეგებს

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობას” ზუგდიდში არეულობის პროვოცირების მცდელობაში ადანაშაულებს.
კობახიძის შეფასებით, არჩევნები წარიმართებოდა ძალიან მშვიდ გარემოში, ყოველგვარი ექსცესების გარეშე, თუმცა 2-3 დღის წინ დაიწყო არეულობის შეტანის მცდელობა „ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, რაც, მისი თქმით, უნდა უკავშირდებოდეს ზუგდიდში კვლევის შედეგებს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასაც” აქვს.
„ამ კვლევის მიხედვით ისინი, ძალიან დიდი ალბათობით, პირველივე ტურში წააგებენ არჩევნებს. ალბათ, ამან გამოიწვია მათი ტაქტიკის შეცვლა. მათი ტაქტიკა არის ის, რომ ხელოვნურად სურთ არეულობის შეტანა, ესეც ვერ დასრულდება მათთვის წარმატებულად. მთავარია, ჩვენ გვქონდა საუბარი საერთაშორისო პარტნიორებთან, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, რომ მაქსიმალური ყურადღება გამოხატონ, რადგან არავის მიეცეს იქ არეულობის შეტანის საშუალება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები