ზაურ დარგალმა საარჩევნო კამპანია დაასრულა
მარნეულის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატმა, ზაურ დარგალმა საარჩევნო კამპანია დაასრულა. ბოლო შეხვედრები დარგალმა სტუდენტებსა და რაიონში არსებული საწარმოებში დასაქმებულ მოქალაქეებთან გამართა.
მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატმა მარნეულში დღეს, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ბოლო შეხვედრები სტუდეტებსა და რაიონში არსებულ საწარმოში დასაქმებულ მოქალაქეებთან გამართა. სტუდენტებმა კანდიდატს, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სკვერებისა და ტრანსპორტის საკითხების მოგვარება სთხოვეს.
მმართველი გუნდის კანდიდატი მარნეულის სასურსათო ქარხანასა და წისქვილკომბინატ “კარმენსაც” ესტუმრა, დასაქმებულებს გაესაუბრა და საწარმოო პროცესი დაათვალიერა.
“მარნეულს აქვს უზარმაზარი რესურსი იმისა, რომ შევქმნათ სამუშაო ადგილები, ავაშენოთ ახალი საწარმოები და ახალი ქარხნები”, – განაცხადა ზაურ დარგალმა.