დაკარგული მოზარდი, რომელსაც მეტყველება უჭირს, პოლიციელებმა იპოვეს -“ჩვენი პატარა მოგზაური უკვე შინაა”

“დაკარგული მოზარდი, რომელსაც მეტყველების სირთულეები აქვს, პოლიციელებმა უმოკლეს დროში იპოვეს – იქამდე, სანამ 112-ში შეტყობინება შევიდოდა”, – ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია” ავრცელებს.
ასოციაცია თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს II განყოფილების თანამშრომლებს მადლობას უხდის გამოჩენილი ყურადღებისთვის.
“დღეს განსაკუთრებული დღე გვაქვს!
დაკარგული მოზარდი, რომელსაც მეტყველების სირთულეები აქვს, პოლიციელებმა უმოკლეს დროში იპოვეს – იქამდე, სანამ 112-ში შეტყობინება შევიდოდა. ჩვენი პატარა მოგზაური უკვე შინაა და თავს კარგად გრძნობს, მოეწონა კიდეც პოლიციასთან ერთად მანქანით გასეირნება, სადაც მას პოზიტიური განწყობა და სათამაშოები დახვდა. ჩვენი ასოციაცია დიდ მადლობას უხდის გაწეული ოპერატიული და პროფესიონალურად შესრულებული საქმისთვის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს II განყოფილების თანამშრომლებს: ანდრო ოთინაშვილს, კახა ლამაზოშვილს, რომიკო გოგიაშვილსა და ილია მეღვინიშვილს.აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინიტროს საპატრულო პოლიციასა და “საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციას” დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს და წლების განმავლობაში ჩვენი საქმიანობის ერთგული მხარდამჭერია”, – ნათქვამია “საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები