“ვიდეო არის დამონტაჟებული, ჩანაწერი ჩემმა პაციენტმა გააკეთა” – პროკურატურამ გია დანელიას გამოკითხვა დაასრულა  

ზუგდიდში პროკურატურამ გია დანელიას გამოკითხვა დაასრულა. 3-საათიანი დაკითხვის შემდეგ პროკურატურიდან გამოსულმა გია დანელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფარული ვიდეოჩანაწერი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, რეალობას არ შეესაბამება და ვიდეო სპეციალურად არის დაამონტაჟებული.
“ეს იყო მონტაჟი და ფაბრიკაცია, რომელიც არ შეესაბამება რეალობას. ჩემი ვარაუდით ეს ჩანაწერი ჩემმა ერთმა პაციენტმა ბადურ რაფავამ გააკეთა, მაგრამ ეს ჩემი ვარაუდია და ჩანაწერი ძველია, ანუ დაახლოებით 2017 წლის…შემდგომში ეს ჩანაწერი პროფესიონალურად ისე დაამონტაჟეს, როგორც  აწყობდათ, რათა შემდგომ მოეხდინათ ხელისუფლებისა და ჩემი დისკრედიტაცია. მათ ჩაიწერეს ჩემი ხმის ტემბრი შემდგომი მონტაჟისთის.  თუ დააკვირდებით ვიდეოს ნახავთ, რომ ხმა და მიმიკა ერთმანეთს არ ემთხვევა. ვაპირებ ჩემი უფლებების დაცვას უფლებადამცველ ორგანოებში. ასევე. ყოველთვის ვიბრძოლებ “ნაცმოძრაობის” “პარპაშის” წინააღმდეგ”, – განაცხადა გია დანელიამ.

შეგახსენებთ, საქმე ეხება ფარულ ვიდეოჩანაწერს, სადაც საუბარია ამომრჩეველთა მოსყიდვასა და დაშინებაზე. ჩანაწერში საკრებულოს წევრი, გია დანელია ფიგურირებს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები