ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გელა კვარაცხელიას პატიმრობა შეუფარდა
ზუგდიდში მერობის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატზე – სანდრა რულოვსზე, ფოტოგრაფ ზურა ცერცვაძესა და ნიკა ვაჩეიშვილზე თავდასხმისა და ფიზიკური დაპირისპირების ბრალდებით დაკავებულ გელა კვარაცხელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულის პატიმრობაში დატოვებას, დაცვის მხარე კი წინასწარი პატიმრობის სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რაც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ – შოთა ბიჭიამ არ დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, გელა კვარაცხელიამ თავდასხმა მაშინ განახორციელა, როდესაც დადიანების სასახლის ეზოში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი, სანდრა რულოვსი ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე იმყოფებოდა.