“მოდი ღამე მუზეუმში” – 18 მაისს, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმში აქცია ჩატარდება

18 მაისს, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმში აქცია „მოდი ღამე მუზეუმში“ ჩატარდება. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მუზეუმი კამპანიას „ღამე მუზეუმში” უერთდება, რომელიც მუზეუმის საერთაშორისო დღეს ეძღვნება.
ღონისძიების ფარგლებში 11:00-დან 01:00 საათამდე, ღია იქნება საგამოფენო სივრცეები, მოეწყობა პედაგოგებისა და სასახლის აღზრდილების ნამუშევრების გამოფენა. სასახლის ისტორიულ დარბაზებში გაიმართება ეროვნული სასახლის ანსამბლების კონცერტი. სასახლის მუზეუმი ღია იქნება ყველა ასაკის დამთვალიერებლისთვის.
18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღე მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში, მთელი კვირის მანძილზე მრავალფეროვანი ღონისძიებები – გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები და კულტურული აქციები გაიმართება.
აქციის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მუზეუმების, მასში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების ხელმისაწვდომობისა და მათ საქმიანობაში სოციუმის აქტიური ჩართულობა.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები