საბაჟო გამშვებ პუნქტში – „წითელი ხიდი“, DUTY FREE-ის მოწყობის მიზნით, აუქციონი გამოცხადდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ ტერიტორიაზე, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის – DUTY FREE -ის მოწყობის მიზნით, ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა.
„აუქციონის საფუძველზე გამარჯვებულს, სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით, 10 წლის ვადით სარგებლობაში 490 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი გადაეცემა. აუქციონის დასრულების ვადაა 2019 წლის 17 ივნისი, 15:30 საათი.
ელექტრონული აუქციონის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე www.eauction.ge“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები