ირაკლი ღარიბაშვილი: გვჯერა, რომ გივი მოდებაძე ღირსეულად მოემსახურება ჭიათურას

“ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივანი ჭიათურაში მოსახლეობას შეხვდა და მერობის კანდიდატს მხარდაჭერა გამოუცხადა. ღარიბაშვილის თქმით, გივი მოდებაძეს მმართველი გუნდის სრული მხარდაჭერა აქვს.
“გივი მოდებაძის, ძალიან ღირსეული ჭიათურელი კაცის  წარდგენას მხარდაჭერას ვუცხადებთ. გვეჯრა, რომ ის ღირსეულად მოემსახურება ჭიათურელებს და გააკეთებს მაქსიმუმს, რომ თქვენ წინაშე არსებული პრობლემები ეტაპობრივად გადაიჭრას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დღეს ჭიათურაში მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატის, გივი მოდებაძის მხარდასაჭერად მმართველი გუნდის ლიდერები, თბილისის მერი – კახი კალაძე, პოლიტიკური მდივანი – ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე – ირაკლი კობახიზე იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები