ალექსანდრე მოწერელია: საბავშვო ბაღის მშენებლობაზე ადგილობრივები დასაქმდებიან

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ სოფელ ძველ ხიბულაში მიმდინარე საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა და კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ბაღის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება.

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დავიწყოთ საბავშვო ბაღით, სოფელ ძველ ხიბულაში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 60 ბავშვზე იქნება, ბაღის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. ჩვენს პატარებს ექნებათ ძალიან კომფორტული გარემო, ამასთან ერთად, როგორც თქვენ ხედავთ, ადგილობრივები დასაქმდნენ მშენებლობაზე ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივებისთვის. ასევე, ხორციელდება პირველი პრეზიდენტის მემორიალური სახლის აღდგენითი სამუშაოები, ამავე დროს სახლთან მიმდებარე ეკლესიისა და მასთან მდებარედ მოეწყობა სკვერი, ასევე ხორციელდება გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე, სოფელ ძველ ხიბულაში წყლის სისტემის მოწყობა იწყება. თქვენ ხედავთ, რომ სოფელ ძველ ხიბულაში ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდებადა. ძველი ხიბულა მნიშვნელოვანი ლოკაცია გახდება, მიზიდულობის ცენტრი, არა მარტო ჩვენი მოსახლეობისთვის, არამედ ტურისტული თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ პროექტები ხორციელდება „ქართუ ჯგუფის“ მიერ, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინას და „ქართუ“ ჯგუფს“,- განაცხადა მოწერელიამ.

სოფელ ძველ ხიბულაში ფონდმა „ქართუმ“ საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტებით აშენდება და ის 60 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები