ცესკო 19 მაისის არჩევნებისთვის საინფორმაციო ბრიფინგების განრიგს აქვეყნებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლებისა და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 19 მაისს, დილის 08:30 საათიდან რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს.
„ცესკო-ს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51), ასევე, ონლაინჩატი, დილის 08:00 საათიდან იმუშავებს. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესახებ. ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორის მომსახურებით. საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი: 08:30 საათი, 12:30 საათი, 17:30 საათი და 20:30 საათი“, – აცხადებენ ცესკო-ში.
მათივე ცნობით, საჭიროების შემთხვევაში განრიგი შესაძლოა, შეიცვალოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები