ნიკოლოზ ჩხეტიანი: ახალი ბაღი ხელს შეუწყობს მიგრაციის პროცესების შეჩერებას

ფონდი „ქართუს“ თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა სოფელ ძველ ხიბულაში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ახალი ბაღი ნიშნავს უკეთეს პირობებს მოსახლეობისთვის.

„როგორც კი ბატონი ბიძინა ჩამოვიდა სოფელ ძველ ხიბულაში, სადაც შეხვდა მოსახლეობას, მას შემდეგ, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ფონდი „ქართუ“ ჩაერთო უამრავ ინფრასტრუქტურულ პროექტში, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნულ მუნიციპალიტეტში. კერძოდ ახლა ვიმყოფებით საბავშვო ბაღის მშენებლობის ადგილზე, ეს ბაღი აშენდება ფონდი „ქართუს“ მიერ, სოფლის მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, გათვლილი იქნება 60 აღსაზრდელზე და ხელს შეუწყობს აღსაზრდელების უკეთეს მოვლას და მიგრაციის პროცესების შეჩერებას და უკეთეს პირობებს მოსახლეობისთვის. ბაღის მშენებლობის ღირებულება არის მილიონ-ნახევარი ლარი და ის წლის ბოლომდე დასრულდება“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

სოფელ ძველ ხიბულაში ფონდმა „ქართუმ“ საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტებით აშენდება და ის 60 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები