ვაჟა ჯაფოშვილმა სადაზღვევო კომპანია „ალფას“ თანამშრომლებს საპენსიო რეფორმის მიმდინარეობა გააცნო

საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ვაჟა ჯაფოშვილი სადაზღვევო კომპანია „ალფას“ თანამშრომლებს შეხვდა და საპენსიო რეფორმის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
როგორც „კვირას“ საპენსიო სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს, ვაჟა ჯაფოშვილმა სადაზღვევო კომპანია ,,ალფას“ თანამშრომლებს საპენსიო რეფორმის მიმდინარეობა და მისი უპირატესობები გააცნო.
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ვაჟა ჯაფოშვილმა კომპანიის თანამშრომლებს ადგილზე აჩვენა, როგორ უნდა შეამოწმონ საკუთარი საპენსიო ანგარიშები, რატომ არის მნიშვნელოვანი ნებისმიერი მოქალაქისთვის საპენსიო ასაკზე ზრუნვა და დაგროვება.
შეხვედრას ის დასაქმებულებიც დაესწრნენ, რომლებისთვისაც დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.
მათი შეკითხვები, ძირითადად, საპენსიო ასაკში დაგროვილი პენსიის გატანის პირობებსა და დაგროვილი თანხის ყოველთვიურ გადანაწილებას ეხებოდა.
შეხვედრას კომპანია ,,ალფას“ 50-მდე მენეჯერი დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები