ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების აღმზრდელებისა და მეთოდისტებისთვის ტრენინგი ჩატარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებმა სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით, ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგოებისთვის ტრენინგი გამართეს.
„სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა“,- აცხადებენ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში“.
მათივე ცნობით, სახელმძღვანელო უკვე დაინერგა თბილისის მუნიციპალიტეტში და კახეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და იმერეთის მხარეებში. ახალქალაქში გამართული ტრენინგით კი სახელმძღვანელოს დანერგვის პროცესი სამცხე-ჯავახეთშიც დასრულდა.
ცნობისთვის, 2019 წლის ბოლომდე “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელო მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები