ტოჩინოშინმა მეექვსე შეხვედრა მოიგო
ქართველმა სეკივაკემ, ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძემ) მორიგი წარმატება მოიპოვა. დღევანდელ შეჯიბრზე ქართველმა ფალავანმა სეკივაკე იჩინოჯო დაამარცხა და ბალანსი 6:0-ზე გაუხდა.
ტოჩინოშინი დაუმარცხებლად ასპარეზობს და გათამაშების სათავეშია, მას იოკოძუნა კაკურიუ მოჰყვება, რომელიც საკუთარ ორთაბრძოლას დღის ბოლოს გამართავს.
ტოჩინოშინს ოძეკის ტიტულის დაბრუნებამდე ოთხი მოგება დარჩა.