„ზუგდიდის ინციდენტის არცერთი მონაწილე ყოფილა „ქართული ოცნების“ წევრი“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ზუგდიდში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.
კახა კალაძე განმარტავს, რომ ყველა დამნაშავე აგებს პასუხს იმის მიხედვით, თუ რა გამოიკვეთება.
„იქ მყოფი არცერთი ადამიანი იყო პარტია „ქართული ოცნების“ წევრი. მომხდარი ფაქტი ძალიან ცუდია. ეს მიდგომა, დამოკიდებულება არ შეიძლება. მსგავსი ქცევების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. როგორც ვიცი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო მოკვლევა. ყველა დამნაშავე აგებს პასუხს იმის მიხედვით, თუ რა გამოიკვეთება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ზუგდიდში, დადიანების სასახლესთან, როდესაც მერობის კანდიდატი – სანდრა რულოვსი ერთ-ერთ რეგიონულ ტელევიზიას ინტერვიუს აძლევდა, დაპირისპირება მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ინტერვიუს დროს მათთან მივიდა ზუგდიდის ორი მცხოვრები და სანდრა რულოვსს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის თანამშრომლებსაც.
ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
დაპირისპირების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.