ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით რესპუბლიკის (ვარდების) მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ სახალხო მსვლელობა გაიმართება. საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ხალხსა და სრულიად საქართველოს.
“მსვლელობა დაიწყება 17:00 საათზე და დასრულდება კონცერტით, რომელიც პარაკლისის შემდეგ გაიმართება.
აღვნიშნავთ, რომ ეს ღონისძიება არის მშვიდობიანი და მას რაიმე სახის აგრესიასთან კავშირი არ აქვს. იგი არის ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერის გამოხატულება ტრადიციული ღირებულებებისადმი.
ასევე, ეკლესია ემიჯნება ნებისმიერ ძალადობას, ვისგანაც უნდა მომდინარეობდეს იგი”, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.