„ექსპო ჯორჯიას” ორგანიზებითა და “თი-ბი-სი სტატუსის” მხარდაჭერით, Tbilisi Art Fair-ი ჩატარდება

17-19 მაისს, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას” ორგანიზებითა და “თი-ბი-სი სტატუსის” მხარდაჭერით, უკვე მეორედ, თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა – TAF ჩატარდება.
გამოფენა დახურული ჩვენებით „ექსპო ჯორჯიას” XI პავილიონში, 16 მაისს, 14:00 საათზე გაიხსნება. დანარჩენ მსურველებს კი დასწრება 17-19 მაისს, 12:00-20:00 საათებში შეეძლებათ.
ოთხდღიანი გამოფენა-გაყიდვა მსოფლიოს 16 ქვეყნის 33 გალერეასა და 38 დამოუკიდებელ ხელოვანს გააერთიანებს. მონაწილე ქვეყნები არიან: საქართველო, საფრანგეთი, იტალია, ბულგარეთი, სერბეთი, აზერბაიჯანი, შვეიცარია, ავსტრია, ჩინეთი, აშშ, კუბა, ბელგია, გერმანია, ესპანეთი, პორტუგალია, ლიეტუვა.
Tbilisi Art Fair-ის საგამოფენო სივრცე ორ ძირითად ნაწილად იქნება გაყოფილი. მთავარი დარბაზი ადგილობრივ და საერთაშორისო გალერეებს უმასპინძლებს, ხოლო “სახელოსნოს” სპეციფიკური ფორმატი – The Hive დამწყებ და საგალერეო რეპრეზენტაციის გარეშე არსებულ ხელოვანებს მისცემს ნამუშევრების გამოფენის საშულებას.
თბილისის ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა „ექსპო ჯორჯიას” პავილიონებსა და ბაღებს, ასევე, მთელი თბილისის მასშტაბით მუზეუმებს, თეატრებსა და სახელოვნებო სივრცეებს მოიცავს. ბაზრობის ფარგლებში ჩატარდება ლექციები, მასტერკლასები, ღია ფორუმები, ასევე, შემდეგი პარალელური ღონისძიებები:
· ოთხი ლაპარაკი – პავილიონი 6 – კურირებული ტური; 16 მაისი 15:00 სთ.
· ტკივილის პალიტრა – პავილიონი 11 – კურირებული ტური; 16 მაისი 16:00 სთ.
· იყო ქალი – პავილიონი 3 – კურირებული ტური; 16 მაისი 17:00 სთ.
· მედეა: გამოსახულებები VS სიტყვა – პავილიონი 4 – კურირებული ტური; 16 მაისი 18:00 სთ.
· დავით კაკაბაძის ფონდი, არქივის გამოფენა – ორანჟერეა – კურირებული ტური; 16 მაისი 19:00 საათი.
ორანჟერეაში გამოფენილი დავით კაკაბაძის სამეცნიერო ნაშრომები და კვლევები, მხატვრის 130 წლის იუბილეს აღსანიშნავი რამდნეიმე ეტაპიანი, მასშტაბური პროექტის ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც თიბისისა და დავით კაკაბაძის ფონდის ორგანიზებით ხორციელდება.
· სასტუმრო „ევროპა”: მათი წარსული, თქვენი აწმყო, ჩვენი მომავალი – თბილისის ღია სივრცე; 17 მაისი 17:00 სთ.

· IN SITU/IN VIVO – აბრეშუმის მუზეუმი – ოფიციალური გახსნა: 17 მაისი; 15:00 სთ.
· ჯეფ ქოუენი, 30 ნამუშევარი – თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი – ოფიციალური გახსნა: 17 მაისი; 20:00 სთ.
· კლარის ჰანი – კინოთეატრი ამირანი – ოფიციალური გახსნა: 17 მაისი 16:00 საათი
თბილისის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა ფოკუსირებულია აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების გალერეებსა და სახელოვნებო ინსტიტუტებზე, რომლებიც ხელოვნების ბაზრობებზე ჯერ არ წარმოდგენილან. მისი მიზანია ხელი შეუწყოს კავშირების დამყარებას და გააძლიეროს პარტნიორობა ადგილობრივ და საერთაშორისო სახელოვნებო დაწესებულებებს შორის.
TAF ყოველწლიური პლატფორმაა, სადაც კოლექციონერბეი, კურატორები, მედიის წარმომადგენლები და სახელოვნებო წრეების წარმომადგენლები ერთ სივრცეში აღმოაჩენენ ხელოვანებსა და გალერეებს.
TAF-ზე თითოეულ დღეს დასასწრები ბილეთის ღირებულება 10 ლარია, რომლის შეძენაც ადგილზე – „ექსპო ჯორჯიაში”, ასევე – TKT.GE – ზე შეგიძლიათ.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს – www.tbilisiartfair.art

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები