„აეროპორტების გაერთიანებამ“ 26 მაისთან დაკავშირებით მესტიის მიმართულებით დამატებითი რეისები დანიშნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ 25 და 26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მესტიის მიმართულებით 2 დამატებით რეისს ნიშნავს.
„შაბათს, 25 მაისს, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით დამატებითი ფრენა 10:00 საათზე განხორციელდება, ხოლო გამოფრენა მესტია-ნატახტარის მიმართულებით – 12:00 საათზე.
კვირას, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, დამატებითი რეისი მესტიის მიმართულებით შემდეგი განრიგით შესრულდება: ნატახტარი-მესტია 17:30 საათზე, მესტია-ნატახტარი – 19:00 საათზე.
26 მაისს, ნატახტარი-მესტია-ნატახტარის მიმართულებით, ასევე გეგმიური რეისიც განხორციელდება: 10:00 საათზე – ნატახტარი-მესტია, 12:00 საათზე – მესტია-ნატახტარი.
ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/.
25-26 მაისს სვანეთის მოსახლებისა და მთის სტუმრებისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი 2-დღიანი ფესტივალი გაიმართება. სხვადასხვა სახის ღონისძიების გამართვა მესტიაში, თეთნულდსა და ჰეშკილში იგეგმება“,- აცხადებენ „აეროპორტების გაერთიანებაში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები