თბილისში უნებართვოდ გაკრული ბანერები თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ჩამოხსნა

თბილისის ცენტრალურ უბანში უნებართვოდ გაკრული ბანერები თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ჩამოხსნა.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, უნებართვოდ გაკრული ბანერები გუშინვე ჩამოხსნა მუნიციპალურმა ინსპექციამ. უფლებამოსილების ფარგლებში, მათ უკვე მოახდინეს რეაგირება.
„რაც შეეხება უნებართვო ბანერებზე საქმის წარმოებას – მუნიციპალურ ინსპექციას დამრღვევი პირი ადგილზე არ დახვდა და, ამდენად, ვერ მოხერხდა მისი იდენტიფიცირება“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის სხვადასხვა უბანში ბანერები გამოჩნდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ყველა ბანერი უნებართვოდ იყო გაკრული. აღნიშნული ფოტომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.
აღსანიშნავია, რომ, მოქმედი კანონმდებლობით, ქალაქში მსგავსი წარწერების გასაკრავად მუნიციპალიტეტის ნებართვაა საჭირო.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები