წყნეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობა წყნეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გზის საფარის განახლება რამდენიმე მისამართზე, მათ შორის, გაგრის N8-ში და II ჩიხში, თავდადებულის ქუჩაზე, მაია წყნეთელის I შესახვევში, ამილახვრის N21-ში და ლესელიძის ქუჩაზე მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ასრულებენ.
პირველ ეტაპზე, გზებზე დაზიანებული საფარის დემონტაჟი განხორციელდა, შემდეგ მოეწყო ბორდიური და გზის საფუძველი მომზადდა.
მაია წყნეთელის I შესახვევსა  და ლესელიძის ქუჩაზე კი ასფალტის საფარის პირველი ფენა დაიგო.
პროექტების თანახმად, გაგრის N8-ში 1 000 კვ.მ ფართობის ეზო მოწესრიგდება, გაგრის II ჩიხში – 380 კვ.მ, თავდადებულის ქუჩაზე გზის საფარი 1860 კვ.მ განახლდება, მაია წყნეთელის I შესახვევში 500 კვ. მ ფართობის მონაკვეთი შეკეთდება, ხოლო ლესელიძისა და ანჯაფარიძის ქუჩებზე 1 725 კვ.მ გზის საფარი განახლდება.
საგზაო სამუშაოებს შპს „სკინჩი“ და შპს „ლუკრი“ აწარმოებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები