სოსო მანჯავიძე: უსუფაშვილი მშობლიურ ლიბერალურ წიაღს ვერ უღალატებს

ექსპერტი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში დავით უსუფაშვილის მხრიდან შალვა შავგულიძისთვის მხარდაჭერის გამოცხადებას ეხმაურება.
„დავით უსუფაშვილი შალვა შავგულიძეს მხარდაჭერას უცხადებს. საინტერესოა ამ კაცის მოქნილობა. მისი პათოსი გემახსოვრებათ სასამართლოსა და მურუსიძესთან დაკავშირებით: არ შეიძლება, ის ხალხი, ვინც რეჟიმის სიმბოლოა, უვადოდ გავამწესოთო. თითქოს, შავგულიძე სხვა რამეს აკეთებდეს. მან ხომ საერთოდ მოხსნა უზნეობის ყველა რეკორდი.
არა მარტო ამბობს, რომ გუშინ „ნაცები“ და „ევრონაცები“ ცუდები იყვნენ და დღეს კარგები გახდნენო, არამედ უშუალოდ იმათგან იყრის კენჭს, ვისთან „ბრძოლითაც“ სიმართლისთვის მებრძოლის იმიჯი შეიქმნა. არაა კომედია?
თანაც სერიოზული გამომეტყველებით რომ დგანან, ვითომც აქ არაფერი.
ან ხალხი ჰგონიათ აზროვნებადაქვეითებული, ან კიდევ თვითონ ვერ ხვდებიან მდგომარეობის კომიკურობას. დარწმუნებული ვარ, რომ უსუფაშვილი, სხვებისგან განსხვავებით, ამას ხვდება.
ტყუილად ხომ არ არის ის ექსპერტთა ექსპერტის, ხუხაშვილის ფავორიტი, მაგრამ რა ჰქნას?
მშობლიურ ლიბერალურ წიაღს ვერ უღალატებს. იქ უნდა იდგეს, სადაც „თავისუფლების ინსტიტუტია“.
არ არსებობენ ყოფილი სოროსელები, ყოფილი კაგებეშნიკებისა არ იყოს“. – წერს სოსო მანჯავიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
ცნობისთვის, მთაწმინდაზე მაჟორიტარი კანდიდატის შუალედურ არჩევნებში დავით უსუფაშვილი მხარს შალვა შავგულიძეს უჭერს. უსუფაშვილი ბლოკი „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატთან ერთად მთაწმინდაზე ყიფიანის ქუჩაზე მოსახლეობასაც შეხვდა და განაცხადა, რომ სწორედ შავგულიძისნაირი ადამიანები სჭირდება პარლამენტს, მისი პროფესიული და მორალური თვისებები

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები