მამუკა მდინარაძე: გუნდიდან წასული ადამიანების შეკრებას, ბუნებრივია, ჩვენ არ დავესწრებით

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე პარლამენტში გიორგი ქობულიას მისვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ის განაწყენებულ და გუნდიდან წასული ადამიანების შეკრებას არ დაესწრება.
„მე მგონია, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამ შეხვედრას არ უნდა დაესწრონ და ეს გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული. გუნდიდან წასული დეპუტატებისა და გუნდიდან წასული მინისტრების შეხვედრაზე ჩვენ, მგონია, რომ არაფერი გვესაქმება და, ასევე, საზოგადოებამ უკვე იცის და ხვდება კარგად კონკრეტულ მიზეზებს, თუ რატომ გადადგა კონკრეტული ადამიანი თანამდებობიდან. დანარჩენი არის ნეგატიური პიარის ნაწილი, რაც მათი საქმეა, მათი უფლებაა. ყოველ შემთხვევაში, განაწყენებული, გუნდიდან წასული ადამიანების შეკრებას, ბუნებრივია, ჩვენ არ დავესწრებით”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ეკონომიკის ყოფილი მინისტრს ხვალ პარლამენტში მოუსმენენ. შეხვედრა დამოუკიდებელი დეპუტატების ინიციატივით გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები