“არ უნდა მივცეთ საშუალება პროვოკატორებს, რომ ჩრდილი მიაყენონ ჩვენს მონაპოვარს – დემოკრატიის მაღალ ხარისხს”

საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებს ბრიუსელში გამოეხმაურა.
“არ უნდა მივცეთ საშუალება პროვოკატორებს, რომ ჩრდილი მიაყენონ ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვარს – დემოკრატიის მაღალ ხარისხს”, – განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერმა.
„პირველ ყოვლისა, მინდა, გითხრათ, რომ არა მხოლოდ ზუგდიდში, არამედ ყველგან, ჩვენ უზრუნველვყოფთ თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს ისე, როგორც ამას ვაკეთებდით ყოველთვის მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში. ამასთან, რა თქმა უნდა, არ უნდა მივცეთ საშუალება პროვოკატორებს, რომ ჩრდილი მიაყენონ ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვარს – დემოკრატიის მაღალ ხარისხს. ბუნებრივია, თუ ვიღაც დაარღვევს კანონს, მასზე რეაგირება იქნება შესაბამისი და ძალიან მკაცრი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები