მამუკა ბახტაძე ბრიუსელში მოლდოველ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე ბრიუსელში მოლდოველ კოლეგას, პაველ ფილიპს შეხვდა.
როგორც „კვირას“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საუბრის მთავარი თემები ორი ქვეყნის ევროპული მისწრაფებები, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობა, ამ ფორმატის შესაძლებლობების გამოყენების აუცილებლობა და ორმხრივი პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები იყო.
„პრემიერმინისტრებმა აღნიშნეს ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალი, ასევე, სავაჭრო ბრუნვის პოზიტიური დინამიკა და მოლდოველი ტურისტების მზარდი ინტერესი საქართველოსადმი. მამუკა ბახტაძემ მოლდოველ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ. მოლდოვურმა მხარემ გამოთქვა ინტერესი, საქართველოს წარმატებული რეფორმების გამოცდილება გაიზიაროს“, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.
მათივე ცნობით, საუბარი, ასევე, შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებს. პრემიერმინისტრებმა ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები და კონფლიქტურ რეგიონებში არსებული ვითარებაც განიხილეს.
ცნობისთვის, შეხვედრას, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები