სეს-მა ტყვიის შემცველობაზე „გალინა ბლანკას” პროდუქცია შეამოწმა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ტყვიის შემცველობაზე „გალინა ბლანკას” პროდუქცია შეამოწმა. სააგენტოს სპეციალისტებმა, ლაბორატორიული კვლევისთვის, დედაქალაქსა და რეგიონებში სარეალიზაციო ობიექტებიდან აიღეს სხვადასხვა დასახელებისა და პარტიის მშრალი ბულიონი – „გალინა ბლანკას” 15 ნიმუში, რომლებიც აკრედიტებულ ლაბორატორიებში გადაიგზავნა.
როგორც „კვირას“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, კვლევის შედეგებით, კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობა არცერთ ნიმუშში  გამოვლენილა.
„აგრეთვე, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, ბიზნესოპერატორმა (შპს „არგო”) სხვადასხვა ლაბორატორიაში გამოიკვლია „გალინა ბლანკას” ბულიონის კუბების ნიმუშები, სადაც, ასევე, ტყვიის შემცველობა ზღვარს არ აღემატებოდა“,- აცხადებენ სეს-ში.
ცნობისთვის, „გალინა ბლანკას” ბულიონის კუბებში ტყვიის ჭარბი კონცენტრაციის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკუთარ კვლევებზე დაყრდნობით აპრილის დასაწყისში განაცხადეს, რაზეც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი ღონისძიებები განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები