რუსუდან თევზაძე: სახელმწიფოს მხრიდან საჯარო სამსახურების სახელფასო პოლიტიკის ადმინისტრირება არაერთგვაროვანი და უსამართლოა

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერი, რუსუდან თევზაძე საჯარო სამსახურების სახელფასო პოლიტიკის ადმინისტრირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მან უსამართლო და არაერთგვაროვანი უწოდა იმ ფაქტს, რაც, ფინანსური თვალსაზრისით, სახელმწიფოს მხრიდან საჯარო სექტორში ხორციელდება.
“ძალიან ვწუხვარ, რომ სახელმწიფოს მხრიდან რიგი საჯარო სამსახურების სახელფასო პოლიტიკის ადმინისტრირება არაერთგვაროვანი და, შეიძლება ითქვას, რომ უსამართლოცაა!!!
ასევე, სამწუხაროა, რომ არ გვეძლევა საშუალება და შესაძლებლობა, გამოვიყენოთ უმთავრესი ფინანსური მოტივაციის მექანიზმები ჩვენი დასაქმებული კოლეგების სასარგებლოდ!!!
ეს ნამდვილად არის საკვანძო, პრობლემური საკითხი, რომელიც, ასევე, ჩვენს გარანტირებულ მომავალს განსაზღვრავს!!!”, – წერს რუსუდან თევზაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები