მამუკა ბახტაძე: ევროპული არჩევანი ჩვენი ცივილიზაციური მისწრაფებაა

“საქართველო ტრანსფორმაციის კარგი მაგალითია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავლისადმი მიძღვნილ პანელზე განაცხადა, სადაც კონფერენციის მონაწილეებს მიმართა.
მისი თქმით, ევროპული არჩევანი საქართველოს ცივილიზაციური მისწრაფებაა.
„საქართველო კარგი მაგალითია ტრანსფორმაციის. საქართველოს წარმატება თქვენი წარმატებაა. ევროპული არჩევანი ჩვენი ცივილიზაციური მისწრაფებაა. ამისთვის ჩვენ “მაღალი ფასი” გადავიხადეთ, მათ შორის – პოლიტიკური ფასი. რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი და ცდილობს, გავლენა მოახდინოს ჩვენს არჩევანზე. ჩვენ უნდა წავიდეთ წინ. საქართველო მზადაა, კიდევ უფრო წინ გადადგას ნაბიჯები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ 10 წლის წინ გაბედული იდეა იყო და დიდი იდეები ახლაც საჭიროა.
„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ 10 წლის წინ იყო ძალიან დიდი იდეა, გაბედული იდეა. მე ვიტყოდი, 10 წლის შემდეგ კიდევ გვჭირდება დიდი იდეები“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები