ტრაგედია თბილისში – მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა

მორიგი ტრაგედია თბილისში. კოსტავას 75 ნომერში მშენებარე მრავალსართულიანი კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.
გარდაცვლილი შუახნის მამაკაცია. თვითმხილველის ინფორმაციით, მამაკაცი მე-15 სართულიდან გადმოვარდა. მისივე თქმით, სავარაუდოდ, მუშას, რომელიც სამუშაოებს ასრულებდა, თოკი გაუწყდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები