ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში პოლიტიკურმა პროსტიტუციამ ლამის ზენიტს მიაღწია

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში დავით უსუფაშვილის მხრიდან შალვა შავგულიძისთვის მხარდაჭერის გამოცხადებას ეხმაურება.
„ამ ბოლო დროს საქართველოში პოლიტიკურმა პროსტიტუციამ ლამის ზენიტს მიაღწია და ახალი ანტირეკორდი დაამყარა. რაც პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა. ღირებულებებსა და პრინციპებზე საუბარი ამ ხალხისაგან უკვე აღარ მიიღება, რადგანაც შეუძლებელია, იყო რაიმე ღირებულებებისა და პრინციპების ერთგული და მხარს უჭერდე იმ ძალას, რომელსაც ცოტა ხნის წინ უპირისპირდებოდი სწორედ ამ პრინციპებისა და ღირებულებების უხეშად ფეხქვეშ გათელვის გამო. ფსევდოარგუმენტები, რომ ეს პოლიტიკაა, სადაც ყველაფერი მოსულა და ა.შ. უკვე აღარ გაჭრის.
ისე, ამ შუალედურ არჩევნებს მადლობა უნდა ვუთხრათ თუნდაც იმის გამო, რომ ისეთი ლაკმუსის ქაღალდი გამოდგა, რომელიც ადრე არც კი გვინახავს“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ მთაწმინდაზე მაჟორიტარი კანდიდატის შუალედურ არჩევნებში დავით უსუფაშვილი მხარს შალვა შავგულიძეს უჭერს. უსუფაშვილი ბლოკი „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატთან ერთად მთაწმინდაზე ყიფიანის ქუჩაზე მოსახლეობასაც შეხვდა და განაცხადა, რომ სწორედ შავგულიძისნაირი ადამიანები სჭირდება პარლამენტს, მისი პროფესიული და მორალური თვისებებიდან გამომდინარე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები