სერგი კაპანაძე: არ არის მშვიდი გარემო და სამწუხაროა, რომ ასეთი იგნორირება ხდება ამ პრობლემებისა

“ევროპული საქართველოს” წევრმა, სერგი კაპანაძემ ზუგდიდში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესები შეაფასა.
როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, ადვილზე მძიმე მდგომარეობაა და სიტუაციის გაუარესებამდე აუცილებელია, პროცესებს შესაბამისი ყურადღება დაეთმოსს.
„აქ საუბრობდნენ მშვიდ წინასაარჩევნო გარემოზე. რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა კადრები, თავ-პირს როგორ ამტვრევენ ოპოზიციის წარმომადგენლებს და, მაინცდამაინც, ახალქალაქისნაირი სისხლისღვრა უნდა მოხდეს, რომ რაიმე რეაგირება მოხდეს ამაზე? ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ზუგდიდში ამბობს, რომ “მწვანე შუქია” მიღებული ყველანაირი ძალადობის გამოყენებაზე, ამაზეც არანაირი რეაგირება არის და არც იქნება. ასევე, ყველამ ვიცით, როგორც იყენებენ კრიმინალურ სამყაროს ე.წ. მაყურებელებს, მათ შორის, წინასაარჩევნოდ. იგივე ხდება ჭიათურაშიც. ეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობა. ნამდვილად არ არის მშვიდი გარემო და სამწუხაროა, რომ ასეთი იგნორირება ხდება ამ პრობლემებისა“, – განაცხადა კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს დადიანების სასახლის ეზოში, სადაც სანდრა რულოვსი იმყოფებოდა, ინციდენტი მოხდა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები