ქანთარია ოპოზიციას: უნდა ვაღიარო, რომ ძალიან გიხდებათ ბატკნის ქურქი, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ჩანს ბრჭყალები

“უნდა ვაღიარო, რომ ძალიან გიხდებათ ბატკნის ქურქი, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ აქ ჩანს გარკვეული ბრჭყალები, რომლებიც მოჭრილია, მაგრამ, მეტ-ნაკლებად, იზრდება”, – ამ სიტყვებით საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ პარლამენტში გამოსვლისას მიმართა.
მისი თქმით, ოპოზიცია მიმდინარე საარჩევნო პროცესის სხვა სიბრტყეში გადატანას ცდილობს.
„ბოლო ხანებში ვხედავ უკვე გარკვეულ მიზანმიმართულ ქმედებას „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ფლანგიდან, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ, სიტუაცია გადაიყვანონ აბსოლუტურად სხვა სიბრტყეში. ვფიქრობ, სამართალთან დაკავშირებით მათი საუბარი არის გამორიცხული, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ძალიან გიხდებათ ბატკნის ქურქი, მაგრამ აქ ჩანს ბრჭყალები, რომლებიც მოჭრილია, მაგრამ, მეტ-ნაკლებად, იზრდება. ეს არ გაძლევთ იმის საშუალებას, რომ ხალხმა სამართლიანობის ის თეზისები, რომლებიც ხშირად მოგაქვთ ხოლმე, დაიჯეროს. არ გამოდის ეს საქმე. ამდენად, ალბათ, რაღაც სხვა ხერხებზე უნდა გადახვიდეთ და დაემორჩილოთ სწორედ იმ წესებს, რომლებიც არის მიღებული საერთაშორისო სამართლით“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
მისი თქმით, 19 მაისის არჩევნები პრინციპული მნიშვნელობისაა.
“ალბათ, სხვა ხერხებზე უნდა გადახვიდეთ და დაემორჩილოთ იმ წესებს, რა წესებიც მიღებულია საერთაშორისო სამართლით. ეს არჩევნები მაინც არის პრინციპული არჩევნები და დარწმუნებული ვარ, რომ სამეგრელოს მოსახლეობა არ გააცინებს მტერს”, – აღნიშნა ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები