გიორგი ქობულია ხვალ პარლამენტში მივა

ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, გიორგი ქობულიას პარლამენტში ხვალ მოუსმენენ. საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრა დამოუკიდებელი დეპუტატების ინიციატივით იმართება.
უმრავლესობის ყოფილი წევრის, ლევან კობერიძის თქმით, შეხვედრა ხვალ, პირველ საათზე გაიმართება.
„დეპუტატების ერთმა ჯგუფმა გავუგზავნეთ მას წერილი, მიმართვა იმასთან დაკავშირებით, რომ, მისი სურვილის შემთხვევაში, მზად ვართ, გავმართოთ ღია ფორმატის შეხვედრა პარლამენტში, სადაც მას შეეძლება, გააკეთოს მოხსენება მისი გაწეული სამუშაოს შესახებ – ანგარიშის თვალსაზრისით და თავისი ხედვები გაგვიზიაროს ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით, ასევე, უპასუხოს კითხვებს, რომლებიც, შესაბამისად, მოსულ აუდიტორიას ექნება. მისი მხრიდან დადასტურებულია, რომ ხვალ, პირველ საათზე გაიმართება ეს შეხვედრა კინოდარბაზში“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები