ჟან-კლოდ იუნკერი: საქართველო 100%-ით ევროპული სახელმწიფო გახდა

„საქართველო 100%-ით ევროპული სახელმწიფო გახდა“, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა, ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის” 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მაღალი დონის კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.
„მინდა, მივმართო და მადლობა ვუთხრა საქართველოს პრემიერმინისტრს იმისთვის, რომ საქართველოში ევროპული სკოლა გაიხსნა. საქართველო 100%-ით ევროპული სახელმწიფო გახდა”, – განაცხდა ჟან-კლოდ იუნკერმა.
ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის” 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მაღალი დონის კონფერენცია მიმდინარეობს.
საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე „აღმოსავლეთ პარტნიორობის” მომავლისადმი მიძღვნილ პანელში მიიღებს მონაწილეობას და დისკუსიის ფორმატში ჩაერთვება.

წყარო: https://1tv.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები