“წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაშინებული მოქალაქე არ შემხვედრია, მთავარი პრობლემა პოლიტიკის მიმართ უნდობლობაა”

“წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას მთაწმინდის ოლქში დაშინებული მოქალაქე არ შემხვედრია, მთავარი პრობლემა, რაც მხვდება, ესაა უნდობლობა და იმედგაცრუება პოლიტიკის მიმართ”, – ამის შესახებ მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სოფიო ხორგუანმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხორგუანმა წინასაარჩევნო გარემო შეაფასა.
„რაც შეეხება წინასაარჩევნო პროცესს – შემიძლია, გითხრათ, რომ სერიოზული პრობლემები არ შემხვედრია, თუ არ გავითვალსიწინებთ რამდენიმე შემთხვევას, როცა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მცდელობა იყო. ერთი შემთხვევა იყო, როცა რესურსცენტრები ცდილობდნენ იმ მასწავლებლების მონაცემების მოგვროვებას, რომლებიც მთაწმინდის რაიონში ცხროვრობენ. ისეთი შემთხვევაც იყო, როცა გამგეობაში გამგებელმა სთხოვა შეხვედრა მთაწმინდის მაცხოვრებლებს. შემიძლია, ასევე ღიად ვთქვა, რომ პოლიციის, უშიშროების, ან რაღაც მსგავსი ძალოვანი სტრუქტურების ჩართულობის შემთხვევები მე არ შემხვედრია. არის პრობლემები, რომლებიც მოგვყვება წინა ხელისუფლების დროიდან და დღემდე გრძელდება – ეს არის სიებში არსებული ხარვეზები.
დაშინების ფაქტი არ შემხვედრია. ჯერ ვინ უნდა დამაშინოს, ან როგორ უნდა დამაშინოს? არ ვიცი. მოქალაქეებს რომ ვხდები, მთავარი პრობლემა, რაც მხვდება, ესაა უნდობლობა – არა შიში, არამედ უნდობლობა და იმედგაცრუება პოლიტიკის მიმართ, ზოგადად. შეშინებული მოქალაქე მე ჯერ არ შემხვედრია ჩემს ოლქში; დაშინებული ადამიანი არ შემხვედრია – დაშინებული იმით, რომ ვიღაც ემუქრება“, – განაცხადა ხორგუანმა.
მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა საკუთარი ინიციატივების შესახებაც ისაუბრა.
„რაც შეეხება ინიციატივებს, რომლებიც მქონდა – რამდენიმე მათგანი არ ეხებოდა მხოლოდ მთაწმინდას. მიუხედავად იმისა, რომ ლოკალურად კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურული პოლიტიკის განსაზღვრა მთაწმინდის მაცხოვრებლებს შეიძლება, ძალიან აღელვებთ, ჩემი ინიციატივაა ასეთი, რომ ჩვენ კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკას ისე უნდა შევხედოთ, რომ სარგებელი მოუტანოს არა მარტო მთაწმინდის მცხოვრებლებს, არამედ – მთელს ქვეყანას.
ჩვენ გვჭირდება, განისაზღვროს კულტურის პოლიტიკა. გვაქვს რაღაც დოკუმენტი, რომელიც მხოლოდ ზოგადი ფრაზებია. მე ვთავაზობ შემდეგს –  კულტუურლი პოლიტიკა ისე განისაზღვროს, რომ ეს არ იყოს ტვირთი, არამედ ეს იყოს შემოსავლის წყარო. ყველაზე დიდი პრობლემა, რაც გვაქვს, ეს არის დასაქმების პრობლემა. ძირითადად, ვისაც ვხვდები და ველაპარაკები, უმრავლესობის პრობლემა არის დასაქმების პორბლემა. ყველას სჭირდება დასაქმება. სოციალური დამხმარება კი არა, არამედ  – დასაქმება, რეალიზების შესაძლებლობა.
ასევე, ინიციატივა გვქონდა განათლების მიმართულებით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. რასაც ვითხოვთ, ეს არის მასწავლებლების ხელფასების ზრდა. ახლა უკვე ვნახეთ, რომ გამოიყო თანხა და პირველი სექტემბრიდან შესაძლებელია, გაიზარდოს – მე ვამბობ, რომ 1 იანვრიდან უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი. არ უნდა დაველოდოთ 2022 წელს“, – განაცხადა სოფიო ხორგუანმა.
შეგახსენებთ, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.
შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა გახდა, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტში მთაწმინდის ოლქის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები