ლევან ნიკოლეიშვილი უსუფაშვილზე: ისე, პირდაპირ „ნაცმოძრაობაში“ შესულიყო, ჯობდა

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი დავით უსუფაშვილის მხრიდან შალვა შავგულიძისთვის მხარდაჭერის გამოცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„პოლიტიკოსის ალღოს, სიბრძნესა და გონებამახვილობას, ალბათ, მისი ქმედებები და ნაბიჯები განსაზღვრავს, ბოლოს კი შედეგები, რომლებსაც მიაღწევს ხოლმე. დავით უსუფაშვილის მიერ შალვა შავგულიძის მხარდაჭერამ ჩემი წინა წინადადება გაანადგურა (არა და არ ჩანდა უჭკუო კაცი!). ისე, პირდაპირ „ნაციონალურ მოძრაობაში“ შესულიყო, ჯობდა, არ მიიღებდნენ თუ რა…
სიმართლეს გაუმარჯოს და როგორ იწმინდება პოლიტიკური ველი! ყველა იქ მიდის, სადაც უნდა მივიდეს! ნება თქვენია, ქალბატონებო და ბატონებო!“, – წერს ნიკოლეიშვილი „ფეისბუქპოსტში“.
ბლოკ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ინფორმაციით, მთაწმინდის მაჟორიტარის შუალედურ არჩევნებში „შენების მოძრაობის“ ლიდერი – დავით უსუფაშვილი შალვა შავგულიძეს უჭერს მხარს. დავით უსუფაშვილი ბლოკ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატთან ერთად მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე მოსახლეობას შეხვდა და განაცხადა, რომ სწორედ შალვა შავგულიძისნაირი ადამიანები სჭირდება პარლამენტს, მისი პროფესიული და მორალური თვისებებიდან გამომდინარე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები