ირაკლი კობახიძე დირკ ვიზეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გერმანიის ბუნდესტაგის წევრს, რუსეთის, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორს – დირკ ვიზეს შეხვდა შეხვდა.
მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები მომოიხილეს და საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგის შესახებ იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასა და დეცენტრალიზაციის რეფორმაზე, ასევე, საქართველოს პარლამენტის ახალ რეგლამენტზე. ხაზი გაესვა იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მიაღწია.
მხარეებმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამომავლო გეგმები და პერსპექტივები მიმოიხილეს, ასევე, იმსჯელეს იმ მოლოდინებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აღნიშნულ ფორმატთან დაკავშირებით აქვს.
საუბარი შეეხო „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და აღნიშნული ფორმატის ქვეყნების ევროპულ პერსპექტივას.
მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და ამ კონტექსტში ყურადღება ეკონომიკის განვითარებაზე გაამახვილეს. მათი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფარგლებში გააქტიურდეს ეკონომიკური თანამშრომლობის პროექტები. ასევე, ხაზი გაესვა განათლების სფეროს განვითარებისა და სტუდენტური გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობას.
დირკ ვიზეს განცხადებით, ჩვენი ქვეყანა გერმანიისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. მისივე შეფასებით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანაა. ბუნდესტაგის წევრმა, ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოს ცნობადობა და პოპულარობა გერმანიაში მნიშვნელოვნად გაზარდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამ, სადაც, მისივე თქმით, ჩვენმა ქვეყანამ ღირსეულად წარადგინა თავი.
შეხვედრას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – სოფო კილაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ანრი ოხანაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი – ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები